ფოტო
HR მენეჯერი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-08-03 - —
სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და დღეს 10 ქვეყანაში ოპერირებს: რუმინეთში, ბულგარეთში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, უკრაინასა და საქართველოში.ევროინსი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს და მიზნად ისახავს დაზღვევის პროცესის გამარტივებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას.სამუშაო პირობებისამუშაო განაკვეთი: სრულისამუშაო საათები: 10:00–19:00სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის N24ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებითანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის სრულად მართვა;ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მოძიება, რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრებების ჩატარება;ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;შრომითი ხელშეკრულებებისა და შესაბამისი საკადრო დოკუმენტაციის მომზადების პროცესის მართვა;თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება;საკადრო პროცესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების ადმინისტრირება და კონტროლი;თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება;შრომითი ურთიერთობების მართვა საქართველოს მოქმედი შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების საკითხებში.ძირითადი მოთხოვნებიუმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან შესაბამის სფეროში;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;Self.ge პლატფორმის ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება — სავალდებულო მოთხოვნა;საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;შრომითი ხელშეკრულებების, საკადრო დოკუმენტაციისა და შრომითი ურთიერთობების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;საოფისე პროგრამების ცოდნა.პიროვნული უნარებიპასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული ეთიკა;დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვის უნარი.ჩვენ გთავაზობთპროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;ჯანმრთელობის დაზღვევას. გისურვებთ წარმატებას!
სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯია“ აცხადებს  ვაკანსიას  სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერის პოზიციაზე.Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი,  ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ,  და საქართველო.ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი. ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას. სამუშაო პირობები:სამუშაო განაკვეთი: სრულისამუშაო საათები: 10:00-19:00 საათისამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24 ჩვენ გთავაზობთ:პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;მეგობრულ და პროფესიონალ გუნდში მუშაობას;საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;ჯანმრთელობის დაზღვევას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:დაზღვეულის იდენტიფიკაცია პროგრამაში;დაზღვეულის მხრიდან შემოსული მოთხოვნების განხილვა და, ინფორმაციის მიწოდება საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალზე, ანაზღაურების ვადებზე, თანხის ჩარიცხვაზე, პროვაიდერულ ქსელზე, კომპანიის ოფისების სამუშაო გრაფიკზე და საათებზე;დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა;მიღებული დოკუმენტაციის სრული, სწორი და კანონთან შესაბამისობის შემოწმება;განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში;პროვაიდერ კლინიკებში ელექტრონული მიმართვის გადაგზავნა;საგარანტიოსთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარება და პროგრამულად ასახვა;საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია სამედიცინო მომსახურეობის მომწოდებელ ორგანიზაციათან;შემოსული დოკუმენტაციის დარეგისტრირება, როგორც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ასევე უარის შემთხვევაში შესაბამისი კომენტარის მითითებით;ინფორმაციის მოძიება სახელმწიფო ან ორმაგი დაზღვევის თაობაზე შემთხვევის დარეგულირებისას.ძირითადი მოთხოვნები:უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;იგივე სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; პიროვნული უნარები:დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი;ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;გისურვებთ წარმატებებს!
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-08-03 - —
სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯია“ აცხადებს  ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი,  ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ,  და საქართველო.ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი. ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.სამუშაო პირობები:სამუშაო განაკვეთი: სრულისამუშაო საათები: 10:00-19:00 საათისამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24 ჩვენ გთავაზობთ:პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;მეგობრულ და პროფესიონალ გუნდში მუშაობას;საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;ჯანმრთელობის დაზღვევას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლებისა და შესაბამისობის (Compliance/GRC) პროცესების მხარდაჭერა და კოორდინაცია;უსაფრთხოების პოლიტიკების, პროცედურებისა და ახალი კონტროლების დანერგვაში მონაწილეობა;ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;თანამშრომელთა ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების ორგანიზება (ტრენინგები, ფიშინგის სიმულაციები, სასწავლო მასალები და სხვა);მესამე მხარის (Vendor) უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და მართვის პროცესების მხარდაჭერა;მონაცემთა დაცვის (DLP), მონაცემთა კლასიფიკაციისა და წვდომების მართვის პროცესებში მონაწილეობა;ძირითადი მოთხოვნები:2-წლიანი გამოცდილება IT, ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, GRC/Compliance ან მსგავს სფეროში;ინფორმაციული უსაფრთხოების, რისკების მართვის, მონაცემთა დაცვისა და წვდომების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;ISO 27001-ისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;ინგლისური ენის ცოდნა.  პიროვნული უნარები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული ეთიკა;ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვა.გისურვებთ წარმატებებს!