ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
03-08-2026 -
სამუშაო განაკვეთი: სრული

სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯია“ აცხადებს  ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.


Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი,  ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ,  და საქართველო.


ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 საათი
  • სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალ გუნდში მუშაობას;
  • საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლებისა და შესაბამისობის (Compliance/GRC) პროცესების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
  • უსაფრთხოების პოლიტიკების, პროცედურებისა და ახალი კონტროლების დანერგვაში მონაწილეობა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
  • თანამშრომელთა ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების ორგანიზება (ტრენინგები, ფიშინგის სიმულაციები, სასწავლო მასალები და სხვა);
  • მესამე მხარის (Vendor) უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და მართვის პროცესების მხარდაჭერა;
  • მონაცემთა დაცვის (DLP), მონაცემთა კლასიფიკაციისა და წვდომების მართვის პროცესებში მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • 2-წლიანი გამოცდილება IT, ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, GRC/Compliance ან მსგავს სფეროში;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების, რისკების მართვის, მონაცემთა დაცვისა და წვდომების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ISO 27001-ისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

 პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული ეთიკა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვა.

გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!