სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და დღეს 10 ქვეყანაში ოპერირებს: რუმინეთში, ბულგარეთში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, უკრაინასა და საქართველოში.
ევროინსი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს და მიზნად ისახავს დაზღვევის პროცესის გამარტივებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას.
სამუშაო პირობები
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო საათები: 10:00–19:00
- სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის N24
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- თანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის სრულად მართვა;
- ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მოძიება, რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრებების ჩატარება;
- ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
- შრომითი ხელშეკრულებებისა და შესაბამისი საკადრო დოკუმენტაციის მომზადების პროცესის მართვა;
- თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება;
- საკადრო პროცესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების ადმინისტრირება და კონტროლი;
- თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება;
- შრომითი ურთიერთობების მართვა საქართველოს მოქმედი შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
- ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების საკითხებში.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან შესაბამის სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- Self.ge პლატფორმის ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება — სავალდებულო მოთხოვნა;
- საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
- შრომითი ხელშეკრულებების, საკადრო დოკუმენტაციისა და შრომითი ურთიერთობების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული ეთიკა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
გისურვებთ წარმატებას!