HR მენეჯერი
03-08-2026 -
სამუშაო განაკვეთი: სრული

სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და დღეს 10 ქვეყანაში ოპერირებს: რუმინეთში, ბულგარეთში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, უკრაინასა და საქართველოში.

ევროინსი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს და მიზნად ისახავს დაზღვევის პროცესის გამარტივებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო საათები: 10:00–19:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის N24

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • თანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის სრულად მართვა;
  • ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მოძიება, რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრებების ჩატარება;
  • ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
  • შრომითი ხელშეკრულებებისა და შესაბამისი საკადრო დოკუმენტაციის მომზადების პროცესის მართვა;
  • თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება;
  • საკადრო პროცესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების ადმინისტრირება და კონტროლი;
  • თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • შრომითი ურთიერთობების მართვა საქართველოს მოქმედი შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების საკითხებში.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან შესაბამის სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • Self.ge პლატფორმის ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება — სავალდებულო მოთხოვნა;
  • საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
  • შრომითი ხელშეკრულებების, საკადრო დოკუმენტაციისა და შრომითი ურთიერთობების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული ეთიკა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
  • საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!