სადაზღვეო კომპანია „ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული პოლისების ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე:
Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 13 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ჩეხეთი და საქართველო.
ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.
ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ცამეტ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
- სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
- სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება;
- პოლისების დროული და სრულყოფილი ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
- ცვლილებების შესახებ კორეპონდენციის მართვა, დამუშავება და პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა;
- სადაზღვევო დოკუმენტაციის კორექტულობისა და სრულყოფილების შემოწმება, აღრიცხვა და შენახვა;
- სხვადასხვა ტიპის ანგარიშგების მომზადება (საჭიროების შემთხვევაში).
ძირითადი მოთხოვნები:
- სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი;
- სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- სასურველია პოლისების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
- დროის მართვის უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- პუნქტუალურობა.
გისურვებთ წარმატებებს!